CNN: დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია

Former President Donald Trump leaves Trump Tower to head to the New York Criminal Court where he will be arraigned on charges, on April 4, 2023.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში მივიდა და ახლა იგი მომავალ სასამართლო სხდომამდე პოლიციის მიერ იქნება დაპატიმრებული.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპის თითის ანაბეჭდები აიღონ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია გადაუღებენ თუ არა მას დაკავების ფოტოს. ამის შემდეგ ტრამპს სასამართლო დარბაზში მიიყვანენ, სადაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

დიდი ალბათობით, ტრამპის სასამართლოში გამოჩენა სწრაფი და რუტინული იქნება, თუმცა ეს აშშ-ის ისტორიაში სურეალისტურ და ისტორიულ მომენტს წარმოადგენს.

CNN-ის თანახმად, მოსალოდნელი არ არის, რომ ტრამპს ხელბორკილები დაადონ, ვინაიდან ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები