დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში მივიდა
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც პორნო ვარსკვლავისთვის თანხის გადაცემისთვის ბრალი წარუდგინეს, ნიუ-იორკის სასამართლოში მივიდა.
ექსპრეზიდენტს სასამართლოს შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერებისთვის და მედიისთვის არ მიუმართავს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.