სასულიერო პირებმა ნიკიტა მარშუნოკს “სატანა” უწოდეს

ანაკლიაში სასულიერო პირებმა “კაზანტიპის რესპუბლიკის” შესასვლელთან პარაკლისი გადაიხადეს და ილოცეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, ისინი საქართველოში გარყვნილების ჩატარებას აპროტესტებენ.
სასულიერო პირებთან და შეკრებილ მრევლთან “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი მივიდა. მან სასულიერო პირებთან გასაუბრება სცადა, თუმცა სასულიერო პირებმა მასთან დალაპარაკება არ ისურვეს.
სასულიერო პირებმა ნიკიტა მარშუნოკს სატანა უწოდეს.
ანაკლიაში აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები