“არ დაგავიწყდეთ ილოცოთ დატანჯული უკრაინისთვის” – რომის პაპი დნიპროში კორპუსის დაბომბვაზე

რომის პაპმა ფრანცისკემ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა დაგმო.

ამის შესახებ Reuters წერს.

ყოველკვირეულ აუდიენცია პონტიფიკოსმა მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა.

„და გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ილოცოთ დატანჯული უკრაინისთვის, რომელსაც ძალიან სჭირდება სიახლოვე, ნუგეში და უპირველეს ყოვლისა – მშვიდობა“, – თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ “გასულ შაბათს კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმას უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის ბავშვების. ვიზიარებ მათი ოჯახების აუტანელ ტკივილს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები