თბილისის მერიასა და გამგეობებში დღეს 600-მდე მოქალაქე მიიღეს

თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. 600-მდე მოქალაქეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე თბილისის მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის უფროსები და რაიონების გამგებლები შეხვდნენ. მერიის ინფორმაციით, თბილისელები ძირითადად სოციალური პრობლემების მოგვარებას, მკურნალობისა და სწავლის დაფინანსებას, ასევე საცხოვრებელი ფართების გამოყოფას, მოწესრიგებას და დაკანონებას ითხოვენ.
დავით ნარმანია დღეს 2007 წელს საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული პედაგოგთა ჯგუფსაც შეხვდა. პედაგოგები სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. თბილისის მერი მათ დახმარებას დაპირდა. დავით ნარმანიას თქმით, მერია თბილისში დამატებით ბაღების აშენებას გეგმავს. დღეს დავით ნარმანიამ პირადად მოისმინა 40 მოქალაქის პრობლემა.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები