ზვიად გაბისონია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, ზვიად გაბისონია სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებს და ტრენერებს შეხვდა. ბენეფიციარებმა აუდიტორიას ქართულ ენაზე მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს.
ამასთანავე, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ცენტრის ინფრასტრუქტურას გაეცნო და მიმდინარე სასწავლო კურსებს შესახებ მიიღო ინფორმაცია.