ISW: პუტინი უკრაინაზე გამარჯვების გამოცხადებაზე ოცნებობდა, მაგრამ ახლა საზოგადოების წინაშე გამოსვლის ეშინია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე გამარჯვების გამოცხადებაზე ოცნებობდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას გეგმები ჩაუშალეს. ამის გამო ის ცდილობს, „არასასიამოვნო“ კითხვებს დაემალოს და საზოგადოების წინაშე გამოსვლის ეშინია.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

აღმოჩნდა, რომ მან უბრალოდ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა და აღარ იცის, შეუძლია თუ არა, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსების კრიტიკას.

“ყოველწლიური მიმართვის გაუქმება მიუთითებს იმაზე, რომ ის კვლავ არ არის დარწმუნებული რუსეთის საინფორმაციო სივრცის ფორმირების შესაძლებლობებში, უკრაინაში შეჭრის დროს მისი ქცევის მზარდი კრიტიკის ფონზე”, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

მათივე განმარტებით, პუტინის გეგმების ჩაშლა გამოიწვია აპრილში რუსეთის ჯარის კიევის ოლქიდან და შემდგომ უკრაინის ჩრდილოეთიდან უკან დახევამ. ის ოცნებობდა გამარჯვების გამოცხადებაზე და ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოსთვის ეცნობებინა.

„პუტინმა უკვე გამოიყენა შესაძლებლობა 2014 წლის მარტში და „ყირიმის სიტყვა“ წარმოთქვა, რომელშიც მან ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსია გამოაცხადა. პუტინი, სავარაუდოდ, მსგავს შედეგს ელოდა გაზაფხულზე, თუმცა, ეს არ მოხდა. ახლა ის უკვე ელოდება, რომ მსგავს სიტყვას 2023 წელს წარმოთქვამს, ან უბრალოდ აჭიანურებს მომენტს, როდესაც მაინც მოუწევს მარცხის აღიარება. რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე, თვით პუტინიც კი აღარ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს ომის დაწყების იდეის არგუმენტირებას. მის გარშემო კრიტიკა იზრდება. პუტინი ვერ პასუხობს კითხვებს უკრაინაში რუსეთის დანაკარგებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები