გიორგი ცუცქირიძე: რუსული ნავთობის ფასი კატასტროფულად არის დაცემული 52 აშშ დოლარამდე და თვითღირებულების დონემდე, 40 დოლარამდე დაცემის ტენდენცია საკმაოდ მაღალია

“დიდი თამაშები” და საქართველო(ნაწილი მეთორმეტე).

რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე პოსტში -Pax Britanica ვწერდი, რომ დგება ახალი ერა, რაც პუტინისტური რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს და რუსული ბოლო იმპერიის დასასრულსაც მოასწავებს.

სწორედ იმ დღეებში ძალზე ნიშანდობლივი იყო ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ჯონსონის განცხადება, რომ ” ჩვენ არ დავუშვებთ მეორე იალტას, ევროპის მეორე დაყოფას გავლენის სფეროებად და ახლა ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე”, – იყო მეტად სიმპტომური და აჩვენებს ბრიტანეთის გაზრდილ გეო პოლიტიკურ გავლენებზე”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს შუაგულ ევროპაში უკვე შექმნიულია ახალი გეო პოლიტიკური ღერძი- ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის სახით, რუსეთზე 2. 5 ჯერ დიდი ეკონომიკით, ამას დაუმატეთ ამერიკის შეერთებული შტატები და ახალი გეოპოლიტიკური რეალობაც სახეზეა!

მომავალი წელი რომ ამ ომში, რეალურად რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში გადამწყვეტი იქნება, ბევრი ფაქტორით დასტურდება. ევროკავშირის ბოლო რიგით უკვე მეცხრე სანქციების პაკეტმა და რუსულ ნავთობის ფასზე ზედა ჭერის დაწესებამ, მიუხედვად იმისა, რომ 60 აშშ დოლარი ბევრმა შერბილებულ ვარიანტად მონათლა, პირველი შედეგები უკვე მოიტანა. რუსული ნავთობის ფასი კატასტროფულად არის დაცემული 52 აშშ დოლარამდე და თვითღირებულების დონემდე, 40 დოლარამდე დაცემის ტენდენცია საკმაოდ მაღალია. რადგან რუსული ნავთობის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია “დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების მიერ ფასის 60-დოლარიანი ლიმიტის დაწესებასთან და 5 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საზღვაო გზით გადაზიდვად ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან.

აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ფაქტორი შემთხვევით არ მომიყვანია და პირდაპირ კავშირშია სსრკ-ის დაშლასთან, როდესაც ნავთობზე ფასები, 1985 წლიდან მოყოლებული მკვეთრად დაეცა, რამაც საბჭოთა კავშირის ხაზინა დააცარიელა, და მაშინაც აშშ-ის პირდაპირი ზეგავლენით.

სხვა დანარჩენი ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენა დასავლეთთან, რაც ამ ომმაც ნათლად აჩვენა. ამას ცხადყოფს უკრაინის მიერ, დასავლური და პირველ რიგში ამერიკული ტექნოლოგიების ეფექტურა ათვისება და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეფექტური რეორგანიზაცია, იგივე დრონების გამოშვებით რომლის მოქმედების რადიუსი 1000 კმს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა თავად იწყებს ფაქტიურად ნატო ს ტექნოლოგიებით საბრძოლო საფრენი აპარატების და იარაღის წარმოებას, რასაც უკვე 2023 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

რუსეთის მარცხი ტრანს-ატლანტიკურ ცივილიზაციასთან გარდაუვალია, და რადგან ასპარეზზე ღიად ანგლოსაქსური სამყარო გამოდის, აქვე მსურს მოვიყვანო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვა წარმოთქმული ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე აქ თბილისში.

-” თქვენი შესანიშნავი XII საუკუნის ეპიკური პოემა “ვეფხისტყაოსანი” ორასი წლით ადრე დაიწერა, ვიდრე ჩვენმა ჯეფრი ჩოსერმა გამოსცა თავისი კენტერბერიული მოთხრობები…მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები, რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ… ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს — წმინდა გიორგი.

ვიმეორებ ეს არის დიდი ბრიატანელი პოლიტიკოსის და “რკინის ლედად” ცნობილი მარგარეტ ტეტჩერის სიტყვა წარმოთქმული თბილისში 1987 წელს, საქართველო ჯერ კიდევ სსრკუს ნაწილი როცა იყო და იმითაც არის აღსანიშნავი, რომ არც ერთ რუს პოლიტიკოს თუ სახელმწიფო მოღვაწეს მსგავსი რამ რუსულ იმპერიაში 200 წლიანი ყოფნის დროს ჩვენთვის არ უთქვამს და აქეთ “ძაღლის ენას” გვიწუნებდენ, ყველა დიდი პატრიოტიც რუსებმა მოგვიკლეს სოლომონ დოდაშვილით დაწყებული და ზვიად გამსახურდიათი დამთავრებული. ბოლშევიკების მიერ, 1921-1937 წლებში დახვრეტილ ქართულ ელიტას აქ აღარ ჩამოვთვლი- ეს ზოგიერთი აქაური ანტიდასავლური დისკურსის აქტიორთა გასაგონად!

იმედია ქართული პოლიტიკური ელიტა კარგად აცნობიერებს გასულ საუკუნეში ბრიტანულ პოლიტიკასთან ჩვენი პოლიტიკის არასწორი ვექტორის ისტორიულ შედეგებს, რამაც ჩაგვტოვა 70 წლით საბჭოთა სივრცეში და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილიც დაგვაკარგვინა!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები