“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს; მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება” – კირცხალია

“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

კირცხალია მუსლიმ თანამოქალაქეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოხატული მწუხარებისთვის მადლობას უხდის.

“განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სითბო, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი”, – წერს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები