“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს” – პაპუაშვილი

“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმ თანამოქალაქეებს მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს.

“დაე, ნოვრუზ ბაირამმა თითოეულ თქვენს ოჯახში მოიტანოს ახალი ენერგია, ბედნიერება და წარმატება.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ. ვაფასებ თქვენს თანადგომას და თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ერთობის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები