ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ეს ვიზიტი უკრაინის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკუთრებით ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს.

„მადლობას ვუხდი ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად გამოხატული მუდმივად აქტიური და ეფექტური მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები