თბილისში გამორჩეული პოლონელი ავტორის – ანჯეი ვაიდას რეტროსპექტივა მიმდინარეობს
თბილისში გამორჩეული პოლონელი ავტორის – ანჯეი ვაიდას რეტროსპექტივა მიმდინარეობს, რომელიც მის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩვენებები გაიმართება 27, 28, 29 და 31 მაისს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში.
ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.
რეტროსპექტივის ორგანიზატორები არიან: CinExpress და პოლონური ინსტიტუტი თბილისში;
რეტროსპექტივის ორგანიზატორები არიან: CinExpress და პოლონური ინსტიტუტი თბილისში;
კურატორები: ალექსანდრე გაბელია, ლიკა გლურჯიძე, ნინი შველიძე, გიორგი ჯავახიშვილი.
ფილმები მოწოდებულია Documentary and Feature Film Studios (WFDiF) და AKSON STUDIO-ის მიერ.
პროგრამა დღეების მიხედვით:
28 მაისი, 19:00 საათი – „აღთქმული მიწა“ (The Promised Land, 1975)
მეცხრამეტე საუკუნის ლოძში სამი მეგობარი დიდი ფულის შოვნას საფეიქრო ფაბრიკის აშენებითა და მასში ინვესტირებით გეგმავს. ერთი პოლონური ქალაქის მაგალითზე ფილმი ეპოქის სწრაფი ინდუსტრიული განვითარების შთამბეჭდავ სურათს ხატავს.
29 მაისი, 19:00 საათი – „რკინის ადამიანი“ (Man of Iron, 1981)
1980 წელს, ვარშავაში, კომუნისტური პარტია უკმაყოფილო რადიორეპორტიორ ვინკელს გდანსკში გზავნის, რათა გემთსაშენის გაფიცულ მუშებზე, განსაკუთრებით კი მაჩეკ ტომჩიკზე, კომპრომატები მოიპოვოს. ტომჩიკი დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერია, რომლის მამაც 1970 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა. ვინკელი თავს მათ მომხრედ ასაღებს და ტომჩიკის გარემოცვას, მათ შორის მის დაკავებულ მეუღლეს, აგნიეშკას ესაუბრება
31 მაისი, 15:00 საათი – „მარმარილოს ადამიანი“ / Man of Marble (1977)
ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორი ცდილობს გაარკვიოს კალატოზ მათეუშ ბირკუტის ბედი. 1950-იან წლებში იგი პროპაგანდის მთავარ გმირად აქციეს, თუმცა მოგვიანებით რეჟიმის ნდობა დაკარგა და უკვალოდ გაუჩინარდა.
31 მაისი, 18:00 საათი – „ვალენსა: იმედის ადამიანი“ (Wałesa: Man of Hope, 2013)
როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა თანამედროვე სამყაროს შეცვლა? ფილმი ასახავს უბრალო კაცის ქარიზმატულ ლიდერად გარდასახვის ფენომენს – გდანსკის გემთსაშენის ელექტრიკოსის გამოღვიძების პროცესს, რომელმაც მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლით მილიონობით ადამიანში გააღვიძა თავისუფლების ფარული სურვილი.
ფილმებზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2.