ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა წარმართოს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს, რათა უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა შეწყდეს.
როგორც Bloomberg იტყობინება, რადევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინიციატივის აღებას უკვე აგვიანებს და ალიანსს უკრაინაში ომთან დაკავშირებით „საერთო პოლიტიკის“ „რეალური ცვლილებისკენ“ მოუწოდა.
„მოხარული ვიქნები, თუ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას საბოლოოდ დათანხმდება; არა მხოლოდ დაწყებას – ევროპა ამ მოლაპარაკებებში ლიდერი უნდა ყოფილიყო. ეს ევროპის მნიშვნელოვანი მისიაა“, – განაცხადა ბულგარეთის მთავრობის მეთაურმა.