„დიდოსტატი იანი – უტრეხტის საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვარი“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნი წარადგინეს
27 მაისს ნიდერლანდელი მწერლის – პიტერ ჰენდრიკ ვან მურკერკენ უმცროსის წიგნის „დიდოსტატი იანი – უტრეხტის საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვარი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ნიდერლანდური ენიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო არჩილ ჯავახაძემ.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.