„აღმართიდან აღმართამდე” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰერელი პოეტის – ზურაბ პაპიაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება
28 მაისს, 17. 00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის მთავარ მუზეუმში ჰერელი პოეტის, ზურაბ პაპიაშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
ავტორის თქმით, „აღმართიდან აღმართამდე” მისი მე-5 წიგნია. წარდგენასთან ერთად ზურაბ პაპიაშვილის საიუბილეო საღამოც გაიმართება.
ავტორი წიგნი გამოცემის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის: ვასილ პაპიაშვილს; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
პრეზენტაციის მისამართი: ჭავჭავაძის 1.