რომის პაპი – “უკრაინაში ომს შეშფოთებით ვადევნებ თვალს”

რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს „შეშფოთებით“ ადევნებს თვალს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

ვატიკანში, ყოველკვირეული აუდიენციის დროს, პაპმა აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ ამძიმებს ჰუმანიტარულ ვითარებას და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ მძიმე საფრთხის წინაშეა.

„უკრაინაში ომს შეშფოთებით ვადევნებ თვალს. ომი პრობლემებს არ აგვარებს, არამედ ამძიმებს მათ. იქ, სადაც რაკეტები და დრონები ცვივა, იმედები ქრება, სახლები, სამლოცველო ადგილები და ადამიანების სიცოცხლე ნადგურდება,“ – განაცხადა პონტიფიკოსმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად ზიანდება საცხოვრებელი სახლები, რელიგიური ობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პაპმა კონფლიქტის მხარეებს დიალოგისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები