თურქეთში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერი ხანძარია

თურქეთში, დენიზლის პროვინციის ფამუკალეს რაიონში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარია.

ამის შესახებ NTV იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ქარხანა გადატვირთულ გზატკეცილთან ახლოს მდებარეობს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული, ხანძრის ლიკვიდირება ჯერ ვერ ხერხდება.

დროდადრო აფეთქებების ხმა ისმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები