კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ კიევში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები გაზაფხულამდე გაგრძელდეს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, გაზაფხულამდე გაგრძელდეს.

ამის შესახებ მან “რბკ-უკრაინასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ, გადავიდეთ მკაფიო გრაფიკზე, რომ სიურპრიზები არ იყოს და შემდეგ გადავიდეთ ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებაზე. მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გათიშვა შეიძლება, გაზაფხულამდე გაგრძელდეს”, – თქვა უკრაინის დედაქალაქის მერმა.

კლიჩკოს თქმით, სპეციალისტები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ, ამისთვის აღჭურვილობის ნაწილი დასავლეთიდან არის შეკვეთილი – „საჭიროა მისი დამზადება, უკრაინაში ჩატანა და დამონტაჟება“.

“ეს ასევე დაკავშირებულია დაბალ ტემპერატურასთან, ბევრს აქვს გათბობის მოწყობილობები – ვიღაცას აქვს თბილი იატაკი და სხვა. ხალხი ყოველთვის მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ცივ ამინდში. შესაბამისად, ენერგოსისტემაზე დიდი დატვირთვაა”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები