სოზარ სუბარი: ვიქტორ ჯაფარიძემ „პოს ტვ“-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მივიტანოთ

მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ის წილების 52% შეიძინა. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ახალი წევრების წარდგენაზე განაცხადა.

სუბარის თქმით, “პოს ტვ-ის” წილის შეძენა მოძრაობას ხელს შეუწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მიიტანოს.

“ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტია კიდევ 5-მა დეპუტატმა: ზაალ მიქელაძემ, ეკა სეფაშვილმა, დავით კაჭარავამ, ვიქტორ ჯაფარიძემ და დაჩი ბერაიამ დატოვა და მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები