არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობას” და რადიკალურ ოპოზიციას 2012 წელს აქვს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა

„ნაციონალურ მოძრაობას” და რადიკალურ ოპოზიციას 2012 წელს აქვს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა და ამოძრავებთ ერთადერთი, პოლიტიკური შურისძიება ივანიშვილის მიმართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს.

“ისინი ატყუებენ საზოგადოებას, ევროკავშირს სინამდვილეში არ უთქვამს, რომ ისეთი კანონი უნდა იქნეს მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, თან იმ ადამიანის, რომელმაც შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში. ევროკავშირმა თქვა, რომ უნდა იყოს შემუშავებული რეგულაცია, რაც ჩამოაყალიბებს კრიტერიუმებს, თუ ვის შეიძლება შეეხოს კანონი ოლიგარქიის რეგულირების შესახებ და პირდაპირ გეტყვით, თუ ჩვენ გადმოვიღებთ იმ მოდელს, რომელიც თავის დროზე მოსწონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, იქ მოცემულია 4 კრიტერიუმი და ის პირველი, ვისაც ეს კრიტერიუმები შეეხება, გახლავთ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში არსებული ოლიგარქები, პირველ რიგში ეს არის კეზერაშვილი, რომელიც 4- დან 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები