ირაკლი ქადაგიშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, არ აწყობთ

“უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, არ აწყობთ, რადგან მათი დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები, რომლებიც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, ან ტელევიზიებს ფლობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ოპოზიციას არ უნდა.

“ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მსოფლიოში მხოლოდ უკრაინული კანონი არსებობს, რომელიც მიღებულია იმიტომ, რომ, რეალურად, უკრაინა ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ იყო. ეს კანონი მოწონებული აქვს ევროკომისიას და როცა საქართველოს რეკომენდაცია მისცეს, ითქვა, რომ ეს კანონი აღსრულებაში მოიყვანეთო. უკრაინაში ამ კანონს რაც მოჰყვა, ვიცით. ოლიგარქების ნაწილმა უკრაინა დატოვა. ეს კანონი ნეიტრალურად არის დაწერილი და არ არის მორგებული რომელიმე ქართულ ინტერესზე. ამის გადმოტანა არ აწყობთ, რადგან აღმოჩნდება, რომ თურმე ოპოზიციის დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები, რომლებიც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, ან ტელევიზიებს ფლობენ. ამიტომ, ეს კანონი მათთვის არის კატასტროფა. აღმოჩნდება, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია მათ დასჭირდებათ. მათ ასეთი კანონების მიღება არ უნდათ, უნდათ ერთადერთი კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელიც არის სრული აბსურდი, ასეთი კანონები ევროპაში არ მიიღება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები