მიხეილ სარჯველაძე: სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უხდება, როდესაც მასთან დაკავშირებული საკითხები სპეკულაციების მიზეზი ხდება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საზოგადოდ სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად, დამოუკიდებლად და აქ, რა თქმა უნდა, ხარისხობრივი მაჩვენებლები შემოდის. სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უხდება, როდესაც მასთან დაკავშირებული საკითხი არაკვალიფიცირებული და არაპროფესიონალური დისკუსიის, ბევრ შემთხვევაში სიმულაციების, სპეკულაციების მიზეზი ხდება. ამიტომ, თუკი ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება გავამდიდროთ მსჯელობა სასამართლოზე, კვალიფიციური ანგარიშვალდებულების, დისკუსიის სივრცეების შექმნით, რა საკვირველია ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. რეპუტაციულად სრულიად გაუმართლებელი თავდასხმების მომსწრეები ვართ ხშირად. მნიშვნელოვანი იქნება, რომ თვითონ სასამართლომ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია ფაქტების დონეზე დაამუშაოს, შექმნას ასეთი ტიპის სტატისტიკა და ამ გზით გახადოს ხელმისაწვდომი და პოპულარული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები