ნინო სურგულაძის ფონდის საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართება

27 სექტემბერს, 22:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო ფონდი „ნატვრის ხე“ და იტალიის საელჩო საქართველოში, მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად,  საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს
მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე – მეცო სოპრანო; ბარბარა ფრიტოლი –  სოპრანო; კარლოს ვენტრე – ტენორი; სიმონე პიაცოლა – ბარიტონი; გიორგი ანდღულაძე – ბანი; მაესტრო ჯუზეპე – საბატინი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები