2025 წელს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა ორნიშნა ნომინალური მომგებიანობა აჩვენა
2025 წელს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა ორნიშნა ნომინალური მომგებიანობა აჩვენა.
საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინამიკურმა პორტფელმა დანარჩენ პორტფელებთან შედარებით უპირატესობა მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნა და წლის ბოლოსთვის დაბალანსებულ და, კონსერვატიულ პორტფელებთან მიმართებით, შესაბამისად, 188 და 338 საბაზისო პუნქტით მაღალი მომგებიანობა დააფიქსირა.
“აღნიშნული შედეგი პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალმა წილმა განაპირობა; საერთაშორისო აქციები 2025 წელს საპენსიო ფონდის აქტივებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქტივის კლასი აღმოჩნდა.
პორტფელების ამონაგები 2025 წელს:
კონსერვატიული პორტფელი: 11.8% ნომინალური ამონაგები / 7.5% რეალური ამონაგები
დაბალანსებული პორტფელი: 13.3% ნომინალური ამონაგები / 9.0% რეალური ამონაგები
დინამიკური პორტფელი: 15.2% ნომინალური ამონაგები / 10.8% რეალური ამონაგები
წლის ბოლოს კონსერვატიული პორტფელი ფონდის უმსხვილეს პორტფელად დარჩა, 8.1 მლრდ ლარის აქტივებით, რაც მთლიანი წმინდა აქტივების ღირებულების 98.8%-ს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.