სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის კანონაღსრულების ტაქტიკური განყოფილების უფროსი გერმანიაში ნატოს სკოლის სასწავლო კურსს დაესწრო

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის კანონაღსრულების ტაქტიკური განყოფილების უფროსი გერმანიაში, ქალაქ ობერამერგაუში ნატოს სკოლის სასწავლო კურსს დაესწრო.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, კურსში მონაწილეობდნენ როგორც ნატოს წევრი, ასევე, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

“სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა. მონაწილეებმა განიხილეს ნატოს ინსტრუქტორთა მომზადებისა და გადამზადების მეთოდები, ასევე ინსტრუქტორის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კურსის მიზანი ინსტრუქტორის უნარ-ჩვევების განვითარება, სრულყოფა და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა იყო.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები