კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნინო სიხარულიძემ მაკედონიის საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა
თბილისის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნინო სიხარულიძემ მაკედონიაში 16-19 ივნისს გამართულ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე – Ohrid Pearls 1- ლი პრემია მოიპოვა უფროსი ასაკის კატეგორიაში. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„ნინო სიხარულიძე ასოც. პროფესორ ნინო ჟვანიას კლასის სტუდენტია. ვულოცავთ ორივეს ამ გამარჯვებას“! – წერია ინფორმაციაში.
