სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა – ის გარდაიცვალა

სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მამაკაცმა ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა, რის შედეგადაც ტექნიკა გადაბრუნდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები