ჰეგსეტი: „ოქროს გუმბათის“ პირველი მნიშვნელოვანი გამოცდა წარმატებით დასრულდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკისთვის განკუთვნილი სარაკეტო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“ (Golden Dome for America), პირველი მნიშვნელოვანი გამოცდა სრულად წარმატებული იყო.

ჰეგსეტის თქმით, ტესტირების ფარგლებში გამოყენებული იქნა უახლესი მიმართული ენერგიის ტექნოლოგია, ხოლო „დინამიკური თავდაცვის ავტონომიური განეიტრალების“ (DDAD) სისტემამ შემომავალი საფრთხეები ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩინა, ამოიცნო, მიზანში ამოიღო და გაანეიტრალა.

მისი განცხადებით, გამოცდის დროს სისტემამ წარმატებით მოიგერია დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების შეტევის იმიტაცია და ყველა საფრთხე გაანადგურა.

„ოქროს გუმბათი რეალურია, ძლიერია და გეგმის მიხედვით ვითარდება“, — დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში.

თავდაცვის მდივნის თქმით, პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ როგორც ტრადიციული, ისე ახალი თავდაცვითი კომპანიები, ხოლო მისი დაფინანსება შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში.

ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ „ოქროს გუმბათი“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია და მიზნად ისახავს აშშ-ის დაცვას სარაკეტო და საჰაერო საფრთხეებისგან.

მისივე თქმით, პროექტი აგრძელებს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ ინიცირებული სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის (SDI) ხედვის რეალიზებას და აშშ-ის თავდაცვის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები