სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი დავით გრძელიძე წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – დავით თამაზაშვილმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი დავით გრძელიძე წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით გრძელიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

“დავით თამაზაშვილმა ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მიმდინარე პროცესები განიხილა, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

დავით გრძელიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები