დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანების წარდგენა გაიმართება

25 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანების წარდგენა გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ინგლისურ ენაზე გამოცემული „ჰამლეტის სარკისა“ და ინგუშურ ენაზე გამოცემული „ბარაქიანი მიწის“ პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდება.
ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია გახსნის. აუდიტორიის წინაშე წარდგება თავად ავტორი. დავით მაღრაძე ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, ახლახან გამოცემულ თარგმანებზე, ქართულ ენაზე წაიკითხავს ამონარიდებს წიგნებიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები