საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – რონი მესხმა შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან – ბახოდურ ჰალიკზოდასთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და ხაზი გაუსვეს არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
რონი მესხმა სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საქმიანობის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატეს.