დღეს თედო ბექიშვილი 85 წლის გახდებოდა
დღეს პოეტ თედო ბექიშვილის დაბადების დღეა. სტატუსს თსუ ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„დილიდან დაღამებამდის
დაღამებიდან დილამდის
ძილიდან გაღვიძებამდის
გაღვიძებიდან-ძილამდის,
გავიდა მთელი ცხოვრება
მზეშიც მნატვრელი სინათლის“…
დღეს სახელოვანი უნივერსიტეტელი თედო ბექიშვილი 85 წლის გახდებოდა.
მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოცემა „პირველ სხივში”, – წერია ინფორმაციაში.