რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც განმარტებულია, რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ:
საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის თარიღი, ადგილი და რეგისტრაციის დრო;
დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი ხელახლა ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან – online.naec.ge მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი;
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა;
ბარათის გადაკეცვა დასაშვებია ისე, რომ არ დაზიანდეს შტრიხკოდი;
ყურადღებით გადაამოწმეთ მასზე მითითებული მონაცემები – დაგვიანების ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.