დღეს რამაზ (ბუბა) ხოტივარს 80 წელი შეუსრულდებოდა
დღეს რამაზ (ბუბა) ხოტივარს 80 წელი შეუსრულდებოდა.
„ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი, ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ეროვნული კინოხელოვნების განვითარებაში. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა მაღალი შემოქმედებითი ოსტატობით, ორიგინალური ხედვითა და ქართული კულტურისადმი ერთგულებით იყო გამორჩეული“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.