ლიეტუვის მინისტრთა კაბინეტმა, პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენის ხელმძღვანელობით, გადადგომის შესახებ განაცხადა,- აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის წევრებმა კაბინეტის სხდომაზე საერთო შეთანხმებით მიიღეს.
„ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს რაღაც, რითაც უნდა ვიამაყოთ – ის, რაც გავაკეთეთ სახელმწიფოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო მმართველ კოალიციაში ცვლილებების გამო.
კოალიციის რეორგანიზაციის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ივნისის დასაწყისში გადაწყვიტა, შეეწყვიტა თანამშრომლობა „ნემუნასის გარიჟრაჟზე“ პარტიასთან და მას პოპულისტურ პოლიტიკაში დასდო ბრალი. ახალი კოალიციური პარტნიორი პარტია „ლიეტუვის დემოკრატები“ იყო.