რატი იონათამიშვილი: კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად

“კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. სხვა შეფასება ამაზე ვერ იქნება, ვინაიდან კარგად მოგვეხსენება, რომ ამ რეზოლუციებს არანაირი – არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს. ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან. მაინც რომ არ ეშვებიან, ერთსა და იმავეს იმეორებენ, ეს ძალიან დამაზიანებელია თვითონ ამ სტრუქტურებისათვის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები