ახალციხის მუნიციპალიტეტში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, მომხდარის გამო, ვალის კულტურის ცენტრში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები