ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
“წუხელ დააზიანეს ხიდზე არსებული მინის 52 მოაჯირი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.