ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ოქროს მედალოსანი მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა

ფოთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისა და კოლეჯ “ფაზისის” წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

“2024-2025 სასწავლო წლის 41 საუკეთესო კურსდამთავრებულს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.
წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ დააჯილდოვეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები