ქობულეთის მერი სოფელ გვარას მეჩეთში, ყურბან-ბაირამის ლოცვას დაესწრო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ გვარას მეჩეთში, ყურბან-ბაირამის ლოცვას დაესწრო.
ირაკლი ცეცხლაძემ მუსლიმ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ეს დღე სიკეთის, თანადგომის, ადამიანთა სიყვარულისა და სულიერი განახლების სიმბოლოა. ყურბან-ბაირამი გვახსენებს ურთიერთპატივისცემის, ერთიანობისა და მზრუნველობის მნიშვნელობას.
გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში”,- აღნიშნა ცეცხლაძემ.