ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდზე ხანძარი იყო
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, მთის ფერდზე ხანძარი იყო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.
მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.