დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის და ხათუნა სამნიძე რუსთაველის გამზირზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ორივე – ხათუნაც და მეც გვცნეს დაზარალებულებად. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. უღრმესი მადლობა ასეთი საყოველთაო მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების“, – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები