გია აბაშიძე – “ლეიბორისტებზე” – თემურ ალასანიამ და კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის”
„ჩეკისტმა თემურ ალასანიამ და რუსმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში სააკაშვილის სხვა, ბუტაფორია პარტიებსაც იგივე ბედი ეწიოთ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო პერიოდში შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტების” ჭარბ ტოქსიკურობას პოლიტიკური ფანჩატურის თანამეინახეებისადმი ერთი ლოგიკური ახსნა აქვს – ნაცდაფინანსების შეზღუდვა ან შეწყვეტა. როგორც ჩანს, “ნაცების” ხაზინადარებმა – ჩეკისტმა თემურ ალასანიამ და რუსმა ბიზნესმენმა, კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში სააკაშვილის სხვა, ბუტაფორია პარტიებსაც იგივე ბედი ეწიოთ“, – წერს აბაშიძე.