ზალდასტანიშვილების ქუჩაზე სკვერი სრულად განახლდა

საბურთალოს რაიონში, ზალდასტანიშვილების ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, მოეწყო LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, ტრენაჟორები და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა. პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „ტაომ“ შეასრულა და ბიუჯეტიდან 307 428 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები