ტრამპი: ჰორმუზის სრუტის დაცვაში არავის დახმარება არ გვჭირდება

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღშფოთება გამოთქვა ნატო-ს მოკავშირეების უმეტესობის უარის გამო, მონაწილეობა მიეღოთ ირანის წინააღმდეგ ჰორმუზის სრუტის დასაცავად ერთობლივ ოპერაციაში და განაცხადა, რომ მას არავის დახმარება არ სჭირდება.

ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოკავშირეების ასეთი რეაქცია მისთვის „გასაკვირი“ არ არის, რადგან ის ნატო-ს ყოველთვის „ცალმხრივ“ სტრუქტურად მიიჩნევდა, რომელიც, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების დასახმარებლად მზად არ იყო.

„თუმცა, მათი ქმედებები არ მიკვირს, რადგან ნატო-ს, რომელზეც ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ და სწორედ ამ ქვეყნებს ვიცავთ, ყოველთვის ცალმხრივ ორგანიზაციად მივიჩნევდი – ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით გაჭირვების დროს“, – წერს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ირანის შეიარაღებული ძალები, ასევე საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ქვეყნის ლიდერები.

აღნიშნული სამხედრო წარმატებების გათვალისწინებით, ტრამპმა თქვა, რომ მას არ სჭირდება და „არასდროს დასჭირვებია“ ალიანსის წევრი ქვეყნების დახმარება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები