მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქის მკურნალობის პროცესზე: სულ რამდენიმე საათში, საკმაოდ კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი თბილისში ჩამოვა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბილეთები ნაყიდია და ძალიან მალე, თბილისში თურქი ექიმი რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.

მისი თქმით, ყველა სამართლებრივ პროცედურას გაივლიან იმისთვის, რომ კვალიფიციური რჩევები მიიღონ თურქი ექიმისგან.

„უცხოელი ექიმის მოწვევაზე დილიდან ვიმუშავეთ. პრაქტიკულად დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში, საკმაოდ კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი. ის იქნება აქ, თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან. მე პირადად, მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა. თუმცა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნებ რაიმე უკეთესი რჩევაც იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები