ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და იმ ნაბიჯებს, რასაც მთავრობა ქვეყნისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის დგამს.
„დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას მივულოცავ.
ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, მშვიდად, მშვიდობიანად, თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და იმ ნაბიჯებს, რასაც მთავრობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის დგამს.
მინდა ჩვენს მოსახლეობას გამძლეობა, ჩვენს ქვეყანას წინსვლა და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.