ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამის ბრძანებას დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.
„დაინიშნოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“. რეფერენდუმის თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 17 ივლისი“, – ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც ხელმოწერის დღიდან ძალაში შედის.