საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დღეს ევროპა საქართველოსთვის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.
როგორც მან “იმედის” ეთერში განაცხადა, ევროკავშირთან ვაჭრობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი.
„დღეს ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციაზე ეს იქნება და არის ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი იმისი, რომ საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა ევროკავშირთან გაძლიერდეს. ძალიან ინტენსიურად მიდის სხვადასხვა პროდუქციის ჩამონათვალის დამატება ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარი მათთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მინისტრმა.