რუსეთში იმედოვნებენ, რომ გაგლოევის არჩევით ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში “უწყვეტობა იქნება შენარჩუნებული”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო იმედოვნებს, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ალან გაგლოევის არჩევით მოსკოვთან ურთიერთობის “უწყვეტობა იქნება შენარჩუნებული”.

“ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მათ შორის, უწყვეტობა შენარჩუნდება”, – თქვა დიპლომატმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 8 მაისს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ალან გაგლოევმა მოიპოვა, რაც ანატოლი ბიბილოვმაც აღიარა და გამარჯვებაც მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები